logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ეკა ზღულაძე - კანონის აღსრულებისას კომპრომისები არ იქნება, განვაგრძობთ მკაცრი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას
ეკა ზღულაძე - კანონის აღსრულებისას კომპრომისები არ იქნება, განვაგრძობთ მკაცრი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას
14:26 22.06.2012
შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გააცნო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით, ხელისუფლება არ დაუშვებს ამომრჩველის მოსყიდვას ან არჩვენების ნებისმიერი გზით გაყალბებას.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანა კანონის უგულებელყოფისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის შემაშფოთებელი ფაქტების წინაშე დადგა.

„არ მივცემთ უფლებას არც ერთ პიროვნებას და არც ერთ პარტიას, შეარყიოს საქართველოს სახელმწიფოს ამოსავალი პრინციპები. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქრთული ოცნება“, როგორც ჩანს ფიქრობენ, რომ კანონზე მაღლა დგანან და მუდმივად მიზანმიმართულად ცდილობენ კანონისა და შესაბამიად, დემოკრატიის შერყევას“- განაცხადა ზღულაძემ და მაგალითად მოიყვანა საპატრულო პოლიციის „მეტროპოლიტენის“ თანამშრომელთა საკითხი.

მისი შეფასებით, ამ თემის ანგაჟირება მოხდა სინამდვილეში კი, მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა რიგით როტაციას. ზღულაძის განცხადებით, ამჟამად, ყოფილმა პოლიციელელებმა, წინასწარი პოლიტიკური კავშირების გამო, როტაციაში მონაწილეობა არ ისურვეს, პოლიცია დატოვეს და ამ ფაქტისგან პოლიტიკური სკანდალის აგორებას შეეცადნენ.

„თუმცა, ეს მცდელობა დარჩება მცდელობად ანუ შეუმდგარ ცდად. პოლიციას აქვს ხალხის ნდობა, რადგან ხალხმა იცის, რომ პოლიცია ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს და არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, არც ერთ პირს ან ამბიციას“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ პოლიცია განაგრძობს მუშაობას, რათა უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, განაგრძობს დანაშაულის პრევენციას და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირებას, მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებზე.

ზღულაძე შეეხო „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სატელიტური ანტენების საწყობების დალუქვა-დაყადაღების საკითხს და განაცხადა, რომ გუშინ პოლიციამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, დროებით დააყადაღა დასაწყობებული სატელიტური ანტენები.

მან ხაზი გასუვა, რომ ამ საქმეს საერთო არაფერი აქვს მედიის ხალმისაწვდომობასთან და სიტყვის თავისუფლებასთან და საქმე ეხება პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, ამომრჩევლისთვის კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას - შესაბამისად, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება.

„განვაგრძობთ არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით, ძალიან მკაფიო და მკაცრ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ან გახდება. ეს ნიშნავს, რომ კანონის აღსრულებისას კომპრომისები არ იქნება“ - განაცხადა მან.

ზღულაძემ როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სახელმწიფო კომისიის წევრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს პოლიტიკოსის ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანის სრული შესაძლებლობა.

ამ მხრივ, მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ლიბერალური და ღიაა. მისივე თქმით, კომისია ცდილობს ისაუბროს პარლამენტთან იმაზე, თუ რა დამატებითი ინიციატივები შეიძლება განხორციელდეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა