logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვისთვის ემზადება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვისთვის ემზადება
14:54 02.03.2017
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების განხილვისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციას კომიტეტიდან აცნობეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს საჯარო უფლებამოისლების ფარგლებში, მოსამართლეების მიმართ საცხოვრებელი ფართების გადაცემას დროებით სარგებლობაში, მოსამართლედ საქმიანობის ვადით. კანონპროექტის მიზანი ემსახურება სამართლის ნორმის მიზნიდან გამომდინარე, სწორ და არაერთგვაროვან გადაწყვეტილებების მიღებას და შესაბამისობაში მოდის საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი პრინციპებთან, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. არაფულადი სახის შეღავათებით მოსამართლეთა უზრუნველყოფამ შესაძლოა ხელყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის საკითხი. შესაბამისად, შესაძლოა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეები გადაწყდეს მიკერძოებულად, რაც უშუალოდ ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპს, ცვლილება კანონპროექტში კი ეფექტურია იმ მხრივ, რომ დაკონკრეტდება კანონის მიზანი, მოქმედების სფერო, რაც ამავდროულად დიდ წვლილს შეიტანს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებობასა და მიუკერძოებლობაში.

ორგანიზაციის შეფასებით, ქართულ სასამართლო სისტემაში არსებობს ფაქტი, რომელიც დღემდე საზოგადოებრივი განსჯის და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის საფუძვლებს იძლევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ივნისში მიღებული განკარგულების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ქ. ბათუმში გადატანასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, უძრავი ქონებები საკუთრების უფლებით გადასცა. ამასთან, 2016 წელს, სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნის განხორციელება დაისახა არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ახალი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართი, ასევე საკუთრების უფლებით უნდა გადაცემულიყო, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. 2016 წელს სახელმწიფოს მცდელობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან აქტიური პროტესტის გამო, აღარ განხორციელებულა, თუმცა სახელმწიფოს უარი არ უთქვამს მოსამართლეების მიმართ უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად, საკუთრების უფლებით გადაცემის პერსპექტივაზე.
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილში. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონს უნდა დაემატოს 11 პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოს მართლმსაჯულების განხორციელების ადგილას, სახელმწიფო დროებითი სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ვადით“. კანონპროექტის ამოქმედების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2017 წლის 1 მაისი.

ორგანიზაციის მხრიდან საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა განხორციელდა ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის მონაწილეობით და არ ყოფილა შეზღუდული რომელიმე დონორი ორგანიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 2017 წლის 8 თებერვალს მიმართა. აღნიშნული ორგანიზაციის უკვე მეოთხე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა