logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ომბუდსმენი თეა წულუკიანს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
ომბუდსმენი თეა წულუკიანს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს
14:09 02.03.2017
სახალხო დამცველი ეხმაურება 2017 წლის 1-ელ მარტს ერთ–ერთ მედიასაშუალებაში იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ თითქოს უჩა ნანუაშვილი ივანე მერაბიშვილს მის სასარგებლოდ მოწმედ დაუდგა სტრასბურგის სასამართლოში და აცხადებს, რომ ეს განცხადება აშკარად ამახინჯებს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„სავარაუდოა, რომ ქალბატონ მინისტრს სურს საკუთარი შეცდომა და პროცესის არასწორი წარმართვა სხვას გადააბრალოს. საქართველოს მთავარ პროკურატურას სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში რომ გაეთვალისწინებინა, შესაძლებელი იყო, არც ევროსასამართლოში წაეგო ჩვენს ქვეყანას საქმე და არც დიდ პალატაში გასაჩივრების საჭიროება დამდგარიყო.
ნებისმიერი პატიმრის საკნიდან გაყვანა ღამის საათებში და მასზე ზეწოლა ამა თუ იმ ჩვენების მიღების მიზნით კანონს ეწინააღმდეგება და როცა ამ ფაქტებზე პატიმარი საუბრობს, მიუხედავად პატიმრის მონაყოლის სანდოობისა, საგამოძიებო უწყებამ უნდა გამოიძიოს სავარაუდო დანაშაულის არსებობის გამო, შესაბამისად მერაბიშვილი განცხადებაც უნდა ყოფილიყო გამოძიებული. გამოძიების დაწყებას ითხოვდა სახალხო დამცველი 2013 წლის 17 დეკემბრიდან და ამაზე საუბარია სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც (გვ. 109).
სახალხო დამცველმა ევროსასამართლოს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, როგორც პირმა, რომელიც პირადად შეხვდა ივანე მერაბიშვილს ციხეში და მოისმინა პატიმრის მონაყოლი. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევა. სწორედ იმის გამო, რომ მერაბიშვილის ე.წ. საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება არ ჩატარებულა. სახალხო დამცველს პირადად დაუკავშირდა მერაბიშვილის ინგლისელი ადვოკატი, რომელსაც უჩა ნანუაშვილმა პატიმართან შეხვედრის და გამოძიების მოთხოვნით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველი ერთადერთი ნეიტრალური პირია, რომელიც ციხეში შეხვდა მერაბიშვილს და ვისაც პატიმარმა პირადად მოუყვა საკნიდან მის გაყვანასთან დაკავშირებული ვერსია.
უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და ამაში გამოძიებას ყველა მხარე უნდა დაეხმაროს. სახალხო დამცველის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანთა უფლებები მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ეს არ არის პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკული განცხადების პირველი შემთხვევა სახალხო დამცველის მისამართით. მსგავსი ტიპის განცხადებები ახდენს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას, თუმცაღა, ასეთი დამოკიდებულება სახალხო დამცველზე ვერ მოახდენს გავლენას, აპარატი აგრძელებს მანდატის ფარგლებში საკუთარი ფუნქციების სრულფასოვნად შესრულებას“-აცხადებს ნანუაშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა