logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 კახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება
კახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება
11:27 02.03.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი ხვალ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) გენერალურ მდივანთან იერუნ სხოკენბრუკთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. გარდა ამისა, მინისტრი ევროპის საბჭოს დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დირექტორატის ხელმძღვანელს ჟან კლისენს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკს შეხვდება. კახა კახიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და წარმომადგენლებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

სტრასბურგში ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან ურთიერთობების განვითარება და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად, რეფორმების განხორციელებისა და სიახლეების დანერგვის პროცესში, სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაცების გაზიარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა