ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 54 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაცია ერთდროულად ესპანეთის ოთხ ქალაქში - ბარსელონაში, სარაგოსაში,
ბურგოსასა და ბილბაოში ჩატარდა.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ქართველებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება ესპანეთის 14 ქალაქში ბინების ძარცვით იყო დაკავებული.
ქართველმა ბოროტმოქმედებმა ერთ-ერთი ბინის ძარცვისას ძალა გამოიყენეს და ბინის მეპატრონე აწამეს.
სპეცოპერაციის შედეგად ესპანელმა სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები, მათ შორის სანადირო თოფებიც ამოიღეს.

















