logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარეკომენდაციო წინადადებებზე მსჯელობს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარეკომენდაციო წინადადებებზე მსჯელობს
13:24 28.02.2017
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარეკომენდაციო წინადადებებზე იმსჯელა და საკითხები შემდგომი განხილვის მიზნით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გადაეგზავნათ. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2017 წლის 27 თებერვალს ოფიციალური წერილობითი ფორმით ეცნობა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების შემცირებისა და ეფექტურად გამოყენების, ასევე მოსამართლეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების თაობაზე, ორგანიზაციის სარეკომენდაციო წინადადებები საბჭომ 2017 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა. საბჭოს წევრთა შეთანხმებით, რეკომენდაციები გადაგზავნილ იქნა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ, უმაღლესი საბჭოს შემდგომ სხდომებზე აღნიშნულ რეკომენდაციებზე წინადადებების წარმოდგენის მიზნით, ხოლო განხილვის საბოლოო შედეგები ორგანიზაციას ეცნობება მოგვიანებით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის 19 იანვარს საჯარო გახადა საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების ოდენობის შესახებ მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ბოლო 5 წლის განმავლობაში, მოსამართლეების საცხოვრებელი ქირისთვის დაიხარჯა 1 მილიონ 48 ათასს 141 ლარი, ხოლო მხოლოდ 2016 წლის მანძილზე, ხარჯმა შეადგინა 190 091 ათასი ლარი.

ორგანიზაციამ 2017 წლის 23 იანვარს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კვლევის საფუძველზე, შესთავაზა ორი სარეკომენდაციო წინადადება:

1. საქართველოს იმ ქალაქებში, რომელთა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ დიდია და შესაბამისად, 10-ზე მეტი მოსამართლის უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მათი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მოსამართლეთა კამპუსის მშენებლობა. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად გაღებული თანხა, რომელიც მიმართული იქნება დანახარჯების ეფექტური მართვის, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობისა და დანახარჯების შემცირების გრძელვადიან პერსპექტივაზე;

2. თვითმმართველ ქალაქებში შეძენილ იქნეს საცხოვრებელი ფართები, რომლებიც რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბალანზე, დროებით სარგებლობაში გადაეცემა მოსამართლეებს და აღნიშნულ რეგიონებში გამწესებულ მომავალ მოსამართლეებსაც საშუალება ექნებათ ისარგებლონ სოციალური გარანტიებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კანონის უზენაესობა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მათ შორის გულისხმობს კომპეტენტური სასამართლო სისტემის შექმნას, ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ, დამოუკიდებელ და სანდო სასამართლო ხელისუფლებას. საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის, მისი მორალური ავტორიტეტისა და პროფესიული პატიოსნებისადმი პირველხარისხოვანა. შესაბამისად, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს მაღალი სამართლებრივი გარანტი იმისა, რომ მისი უფლებები იქნება დაცული, ამ გარანტიების არსებობისთვის კი, საერთო სასამართლოს მოსამართლეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ მოქმედი სამართლებრივი ნორმები უნდა განიმარტოს მართლზომიერად, მიზნისა და მოწესრიგების სფეროს შესაბამისად, რათა არ შეილახოს სასამართლოს მორალური ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობისადმი ნდობა. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ჯერ კიდევ რეფორმის პროცესშია, მნიშვნელოვანია იმ პრობლემებზე დროული და სათანადო რეაგირებაც, რომელთა მოგვარებაც უშუალოდ განამტკიცებს მართლმსაჯულების ეფექტურობასა და ამავადროულად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიურ მდგომარეობაზე.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა