უზენაესმა სასამართლომ იმ ცხრა მოსამართლის ვინაობა დაასახელა, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-
ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანენ.
დიდი პალატა შემდეგნაირად დაკომპლექტდა: მზია თოდუა, ნინო გვენეტაძე, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი, რომელიც 2 მარტს ჩაინიშნა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები საქმეს მხარეების დაუსწრებლად და მათი პოზიციების მოსმენის გარეშე განიხილავენ.

















