მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურის
წარმომადგენლები ამ წუთებში ე.წ. მატროსოვის ციხეში კითხავენ.
როგორც დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, დაკითხვის შემდეგ ბრალდების საფუძვლიანობა ეჭვის ქვეშ დადგება და გამოძიების ვერსიები მთლიანად შეიცვლება.
მამა გიორგი მამალაძე უკვე ორი კვირაა, რაც აეროპორტში დააკავეს. მას ძლიერ მომწამვლელი შხამიანი ნივთიერება აღმოუჩინეს. როგორც მაშინ ოფიციალურად გაცხადდა, სასულიერო პირს ციანიდით ასევე ერთ-ერთი სასულიერო პირის მოწამვლა ჰქონდა განზრახული.

















