საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ღირებულების
უძრავ ქონებას ჩამოართმევენ.
ამ საკითხზე შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
როგორც პროკურორები აცხადებენ, 2013 წელს რჩეულიშვილს აღმკვეთი სახით გირაო შეეფარდა, რომელიც მან დაარღვია და ბრალდების მხარის თქმით, ის კვლავ მენაშენეთა ქონების მითვისებას აგრძელებდა.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატები კი ბრალდებას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ამ დრომდე პატიმრობაშია.

















