logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებას გაუთანაბრდა
თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება თავდაცვის პოლკოვნიკის წოდებას გაუთანაბრდა
09:45 23.02.2017
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისთვის, ლელა ჩიქოვანისთვის  შსს-ში მინიჭებული პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, თავდაცვის პოლკოვნიკის სპეციალურ წოდებას გაუთანაბრდა.
წოდებების თანაფარდობას ძალოვან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ კანონი ითვალისწინებს.
ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს, რომელსაც სხვადასხვა წლებში ძალოვან უწყებებში, (მათ შორის თავდაცვის სამინისტროში) მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება აქვს, პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, ჯერ კიდევ შს სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიენიჭა. 2017 წლის 20 თებერვალს კი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ჩიქოვანის წოდება გაუთანაბრდა თავდაცვის სპეციალურ წოდებას - თავდაცვის პოლკოვნიკი.
გამომდინარე იქედან, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განისაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი, ლელა ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის მიერ პრეზიდენტთან წარდგენილი იქნა შესაბამისი წოდების მისანიჭებლად.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თავდაცვის უმაღლესი სპეციალურის წოდების მინიჭების უფლება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს - მთავარსარდალს გააჩნია.
ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როდესაც თავდაცვის უმაღლეს სპეციალურ წოდებაზე ხდება ქალბატონის წარდგენა, რაც დადებითად აისახება სისტემის განვითარებაზე. ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს გენდერული ბალანსის კუთხით თავდაცვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიდგომას.
ასევე, თავდაცვის მინისტრმა, საქართველოს პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარადგინა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაზე. ასევე მინისტრის მიერ, ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდებაზე წარდგენილი არიან, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და მოადგილეები, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე. მინისტრის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მათ მიერ დაკავებული თანამდებობებით განსაზღვრული წოდებრივი მოთხოვნებით.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საშტატო განრიგით გათვალისწინებულია გენერლის 9 სამხედრო წოდება. ამ ეტაპისთვის კი შეიარაღებულ ძალებს ჰყავს მხოლოდ 2 გენერალი - ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ასევე ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.
შეიარაღებული ძალების ეფექტური მართვისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად, ასევე წოდებრივი იერარქიის პრინციპიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი სამხედრო წოდების პირების არსებობა, რომლებიც შეესაბამებიან წოდებრივ მოთხოვნებს, საკუთარი განათლებით, დამსახურებით და პროფესიული გამოცდილებით.
გარდა ამ აუცილებლობისა, შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის, ნატოს მიერ მხადაჭერილი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, არსებობს ასევე ნატოს სტანდარტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების პირების - გენერლების საჭიროებას განსაზღვრავს“- ნათქვამია განცხადებაში.























FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა