logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სასამართლოში ჩამწერი ტექნიკური საშუალებების შეტანის აკრძალვაზე საქალაქო სასამართლომ განმარტებები გააკეთა
სასამართლოში ჩამწერი ტექნიკური საშუალებების შეტანის აკრძალვაზე საქალაქო სასამართლომ განმარტებები გააკეთა
18:47 21.06.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლოში მობილური ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებების შეტანის  აკრძალვაზე განმარტება გააკეთა და აკრძალვის მიზეზად მოქალაქეების მხრიდან ფარული ჩაწერა დაასახელა.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამრთლოს დღეში 3 000-მდე მოქალაქე სტუმრობს, რომელთა მხრიდანაც არა ერთხელ იქნა დარღვეული წარსულში ამავე საკითხის მომწესრიგებელი ბრძანების მოთხოვნები.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონით და წინა ბრძანებით იკრძალებოდა სასამართლოში და სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღებები და ტრანსლაცია, ხოლო სტენოგრაფირება და აუდიო ჩაწერა დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლოს თანხმობი, დამსწრე პირების მხრიდან ხშირად ადგილი ჰქონდა ფარული ჩაწერების განხორციელების მცდელობას მობილური ტელეფონების, პერსონალური კომპიუტერების და თავისუფალ გაყიდვაში არსებული კალმის, მაჯის საათის, პერანგის ღილის, მეხსიერების ბარათისა და გასაღების ჩამოსაკიდის ფორმის ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი საშუალებებით. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 ივნისის ბრძანება მიზნად ისახავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ამასთან, საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მიღებული ბრძანებით მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული შეზღუდვები მხოლოდ სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებისათვის ვრცელდება და არა სასამართლოს კანცელარიის, მისაღები განყოფილებისა და საინფორმაციო ცენტრის მომხმარებლებზე.

სასამართლოს ახალი განცხადების თანახმად სასამართლო უფლებამოსილია - სასამართლოში (სასამართლოს ეზო, სასამართლოს შენობა) შესვლისას ვიზუალურად და სათანადო ტექნიკური საშუალებებით შეამოწმოს ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეოაპარატურა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებები, ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, არ დაუშვას მათი შეტანა; არ დაუშვას სასამართლოში ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების წარმოება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი; არ დაუშვას სასამართლოში აუდიოჩამწერი აპარატურის ჩართულ რეჟიმში შეტანა, აგრეთვე სასამართლოს შენობაში (გარდა სასამართლო სხდომის დარბაზისა სხდომის მიმდინარეობის დროს) აუდიოჩაწერა და სტენოგრაფირება; არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში მობილური ტელეფონის შეტანა; უზრუნველყოს აუდიოჩაწერისა და სტენოგრაფირების შეზღუდვის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ მიღებული განკარგულების შესრულება; არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში იმ პირთა თვითნებური გადაადგილება, რომლებიც ახორციელებენ სასამართლო სხდომის სტენოგრაფირებას ან აუდიოჩაწერას, ასევე ამ პირთა მიერ ტექნიკური მოწყობილობის გადაადგილება იმ ადგილიდან სადაც იგია განთავსებული; დროულად აღკვეთოს სასამართლო სხდომის დარბაზში ნებისმიერი ხმაური რაც გამოწვეულია სტენოგრაფირების ან აუდიოჩაწერის შედეგად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა