ბათუმში ღამის კლუბ „არენაში“ სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი
ქალბატონი გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან. მათგან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მათ მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

















