ქობულეთში, გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე არსებულ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საწყობში ამ წუთებში ანტენების აღწერა მიმდინარეობს.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცავები საწყობში არიან და იქ არსებულ ტექნიკას ითვლიან. კომპანიის თანამშრომელი კი, ადვოკატის მისვლამდე არანაირ ოქმზე ხელის მოწერას არ აპირებს. თანამშრომლის განცხადებით, მას სამართალდამცავების საწყობში შესვლამდე პოლიციიდან 20 წუთით ადრე დაურეკეს და საწყობის შემოწმების თაობაზე შეატყობინეს.
„ციცინათელას“ ტერიტორია პოლიციის მიერ გადაკეტილია და იქ შესვლის შესაძლებლობა არავის ეძლევა.
პოლიცია თბილისში და ასევე კომპანიის რეგიონებში მდებარე ოფისებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დაუმონტაჟებელ ანტენებს აყადაღებს.

















