ფოთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი
გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლების თქმით, გარდაცვლილებს ჯანმრთელობასთან დაკავშირობული პრობლემები ჰქონდათ. დილით მისულ მომვლელს კი კარი არავინ გაუღო რის შესახებაც მან მეზობლებს და სამართალდამცავებს აცნობა.
ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამას გამოძიება დაადგენს.

















