კრიმინალურმა პოლიციამ კომპანია „ელიტა ბურჯის“ შენობის ბლოკირება მოახდინა.
შენობის გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული, პოლიცია
იმყოფება შენობაშიც. კომპანიის თანამშრომლებს შენობიდან გასვლის საშუალება არ ეძლევათ.
არც თანამშრომლებს და არც ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებენ.
„ელიტა ბურჯის“ წარმომადგენლის თქმით, კომპანიაში პოლიციის შესვლის მიზეზი უცნობია, რადგან მათთვის არავის არაფერი განუმარტავს.
ამჟამად კომპანიის მუშაობა შეჩერებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები იმ სახლებშიც შევიდნენ, სადაც „გლობალ ტვ“-ის ანტენები იყო დამონტაჟებული.

















