საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, კლინიკაში პატრიარქი
მოინახულა.
როგორც მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეკლესიის ერთიანობა სახელმწიფოს ძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
მან პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საგამოძიებო უწყებას საშუალება მიეცეს რათა ყველა დეტალი დაადგინოს და გამოძიება დაასრულოს.
"მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, რადგან, ვფიქრობთ, რომ მას სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ეს უადგილოა. გვინდა ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მუხტი ჩავაცხროთ და გამოძიებას მივცეთ საშუალება, დაასრულოს სამუშაო, ყველა დეტალი დაადგინოს და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ.
რა თქმა უნდა მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მიდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობას და ვინაობას კი გამოძიება დაადგენს"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

















