logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
პატიმარი დედები შვილების 3 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებენ
პატიმარი დედები შვილების 3 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებენ
16:28 15.02.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების და სარეჟიმო პირობების დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დეპუტატებს ყველა ის სიახლე დეტალურად გააცნო, რასაც „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შესახებ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტი ითვალისწინებს.
მან სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ახალი, გაწერილი რეგულაციები სწორედ ამას უზრუნველყოფს.
„ჩვენი ამოცანაა პენიტენციური სისტემა არა ადამიანის იზოლაციაზე, არამედ რესოციალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. მუდმივად იმ საკითხებზე ვმუშაობთ, რომელიც ადამიანის უფლებებს პენიტენციურ დაწესებულებებში მეტად განამტკიცებს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა სარეჟიმო პირობების გაწერასა და შემდგომში მის შესრულებაზე ვზრუნავთ. აქედან გამომდინარე, მოცულობითი პაკეტი წარმოვადგინეთ, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია და ბევრ უპრეცედენტო სიახლეს ითვალისწინებს. ვცდილობთ მივიღოთ და შემდეგ რეგულაციები პრაქტიკაში გავატაროთ, რომლითაც ერთის მხრივ, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაკონტროლების საშუალებას მოგვცემს, ამავე დროს, მსჯავრდებულს საშუალება მიეცემა სასჯელი ღირსეულ პირობებში მოიხადოს და რესოციალიზაციის პროგრამებში აქტიურად ჩაერთოს, რაც გათავისუფლების შემდეგ მის ინტეგრაციას საზოგადოებაში ხელს შეუწყობს. სისტემა მუდმივად საჭიროებს განახლებას და ამ კუთხით, ჩვენ მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ“- განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს: სასჯელის მოხდის პერიოდში დაბალი რისკის მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭებას; ახალი - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნას; დისციპლინური პატიმრობის ვადების შემცირებას; არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის დანერგვას სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის და ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით, მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფას; მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების; სასჯელის აღსრულების გადავადების; ასევე, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირისთვის თავისუფლების აღკვეთის სხვა სახის სასჯელით შეცვლის და სხვა საკითხებში ცვლილებებს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გათვალისწინებული ბავშვებთან ერთად დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული დედებისთვის. მათ საშუალება ექნებათ სამი წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატარონ. ეს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას შეუწყობს ხელს და ამ პროცესის თანმდევი სტრესის შემცირებას. ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, 3 წლის ასაკის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამიტომ, აუცილებელია მისი გაყვანა.

დეპუტატებმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ცალსახად დადებითად შეაფასეს და საკუთარი რეკომენდაციებიც წარადგინეს. მინისტრმა მათ შეკითხვებს უპასუხა, რეკომენდაციების განხილვისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ასევე, დეპუტატებს სასჯელის მოხდის პირობების უკეთ გაცნობის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი შესთავაზა.

უწყების ცნობითვე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის სოფიო კილაძის შეფასებით, წარდგენილი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები პენიტენციურ სისტემაში უკვე მიღწეულ მაღალ სტანდარტს კიდევ უფრო გააჯანსაღებს.
მისი თქმით, 2012 წლამდე არსებული ვითარების გათვალისწინებით, წარმოუდგენელი იყო ასე მოკლე დროში პენიტენციური სისტემის მსგავსი პროგრესი. მან ამ ცვლილებებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის როლს ხაზი გაუსვა და უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც კანონპროექტზე იმუშავეს.

საკანონმდებლო ცვლილებები ასევე სახალხო დაცველის წარმომადგენელმა ეკა ფოფხაძემაც დადებითად შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოება სამინისტროს მხირდან ფუნდამენტურ, პროგრესულ ცვლილებებს მიჩვეულია, რომელსაც ყოველთვის ჰუმანიზმის პრინციპი თან სდევს. ამასთან, მან პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭება დადებითად აღნიშნა. თავის მხრივ, კახა კახიშვილმა სახალხო დამცველსა და მის აპარატს სამინისტროსთან ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე 19 კანონპროექტს მხარი დაუჭირა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა