მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი
მამალაძე დღეს რუსთავის საპატიმროდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
ციხეში ბრალდებული ადვოკატებმა მოინახულეს, რომლებიც საქმის დეტალების შესახებ გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე მამლაძის პოზიციებზე ვერ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას აეროპორტში ძლიერ მომწავლელი ნივთიერება კალციუმ ციანიდი აღმოუჩინეს.

















