საქართველოს კონტროლის პალატამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს მორიგ სამუშაო შეხვედრაზე „პოლიტიკური დაფინანსების
მეთოდოლოგიის გზამკვლევის“ დოკუმენტი განიხილეს.
როგორც „ნიუსპრესს“ კონტროლის პალატიდან აცნობეს, დოკუმენტის მიზანია, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში დეტალურად განისაზღვროს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია.
პალატის ინფორმაციით, პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.
კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის შემუშავების მიზნით, კონტროლის პალატასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის სამუშაო შეხვედრები რეგულარულად ტარდება.

















