logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ხმაურზე შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს
ხმაურზე შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს
09:11 15.02.2017
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხმაურის საკანონმდებლო რეგულირების მუხლის ჩამოყალიბებაზე მუშაობს.
ხმაურის საკანონმდებლო რეგულირებისა და ხმაურის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულომ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა. საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი შინაარსის 771 მუხლის დამატებას ითვალისწინებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენმა, სახალხო დამცველმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განიხილეს.

პარლამენტის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ჭარბი ხმაურის შედეგად ირღვევა ადამიანის კონსტიტუციური უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელ და უვნებელ გარემოში.
„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხზე, რომ ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა ისე, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, არდავაზარალოთ კერძო ბიზნესი და ხელი არ შევუშალოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით კი, თუ ევროპული გზა ავირჩიეთ, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს.


„ევროპაში შესვლა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია არ არის, თუ ევროპული გზა ავირჩიეთ, ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და საცხოვრებელი გარემო - ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უვნებელი“, - აღნიშნა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა.
საკანონმდებლო წინადადების მომზადების აუცილებლობა ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილიც მიიჩნევს. მისი თქმით, მოქალაქე,რომელსაც აქვს ნორმალური ძილისა და მოსვენების უფლება, არ უნდა იყოს შეწუხებული ხმაურით, მაგრამ მისივე მოსაზრებით, კარგი იქნებოდა საკანონმდებლო წინადადების ავტორს მოეხდინა რეგულირების გავლენის შეფასება აღნიშნულ საკითხზე.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა საზოგადოების იმ წარმომადგენლების მოსაზრებებიც მოისმინეს, რომლებიც პერმანენტული ხმაურით არიან შეწუხებული და რომელთა ოჯახის წევრების, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობაზე მისი ზეგავლენა უარყოფითად აისახა. მოქალაქეებმა კანონპროექტის დროული მიღება და ამოქმედება მოითხოვეს.მომღერალი ლიზა ბაგრატიონი მიიჩნევს, რომ უკანონობაა ერთი ადამიანის ჯანმრთელობის შელახვის ხარჯზე მეორე გაერთოს ან ბიზნესი წარმართოს.
წარმოდგენილ დოკუმენტში დასაშვები და დაუშვებელი ხმაურის სიდიდე დეციბელებითაა განსაზღვრული, დასაშვები ნორმის ზემოთ არსებულ ხმაურზე კი შესაბამისი სანქციებია დაწესებული. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გამოიწვევს დადგენილ ნორმაზე მეტ ხმაურს, პირველ ჯერზე მიიღებს გაფრთხილებას. სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორება გამოიწვევს დაჯარიმებას: ფიზიკური პირის - 150 ლარის, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ყოველი შემდგომი გამეორება გაორმაგებულ დაჯარიმებას გამოიწვევს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა