საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდება.
მოგვიანებით, დაახლოებით 13:30 საათზე, რუსთავის მე-6 დაწესებულებასთან უჩა ნანუაშვილი მედიის შეკითხვეს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძე რამდენიმე დღის წინ აეროპორტში დააკავეს და მას ძლიერ შხამიანი ნივთიერება აღმოუჩინეს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოსაწამლად უნდოდა.

















