ვაგზლის მოედანზე, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის
დაპირისპირების შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა.
ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

















