თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის
მხარდასაჭერ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეები პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყიერი დაპირისპირების შემდეგ აიყვანეს.
„ნაცმოძრაობის“ წევრები თბილისის მერის წარმომადგენლებს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.
მერიაში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ აქცია დედაქალაქის მერიასთან დილიდან მიმდინარეობს. მშვიდობიანი პროტესტი მოგვიანებით მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის წევრები მერიისგან კვლავ იმ კითხვებზე პასუხს ითხოვენ, რაც მათ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალების გამო კომპენსაციის სახით თანხის გადაცემასთან დაკავშირებით აქვთ.

















