„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის მხარდასაჭერ
აქციას გამართავს.
პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, აქციის მიზეზი ის უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელსაც მისი ინფორმაციით, უზენაესი სასამართლო 10-15 თებერვალს „რუსთვის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიიღებს.
აქციის მონაწილეები მეტრო „რუსთაველთან“ 13:30 საათზე შეიკრიბებიან და იქიდან მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლებენ.

















