საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათავლიერების შედეგად,
არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (62.99 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,870.73 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 3,870.73 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















