პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
კობახიძის მოსამართლედ არჩევას ხმა 101-მა დეპუტატმა მისცა, ამის წინააღმდეგი კი პარლამენტართაგან 10 აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთი ვაკანტური თანამდებობა იყო. მანანა კობახიძის კანდიდატურა ამ პოსტზე ახალი მოწვევის პარლამენტმა წარადგინა.

















