ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 127 ნომერში ერთსართულიანი სახლი და მეზობლად მდებარე ორი
სახლის სახურავი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად 75 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა. გარდაცვლილი სახლში მარტო იმყოფებოდა.
როგორც ადგილზე მისულმა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, დაზარალებულებს დროებით სასტუმროში განათავსებენ.
„სამწუხაროა, ის, რომ ერთი ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა ხანძრის შედეგად. მოსახლეობას, რომელთა სახლებიც გარშემო დაზიანდა, დავეხმარებით, მათ შევიყვანთ სასტუმროში და დროებით დავაბინავებთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობის.
საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

















