ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში საკუთარ სახლში, გარდაცვლილი 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვლილი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.
მათივე თქმით, მამაკაცი ბოლო 5 დღის განმავლობაში არ უნახავთ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

















