logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოიტანს
ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოიტანს
11:26 21.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სააპელაციო სარჩელზე - პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის  ბათილად ცნობის თაობაზე - სასამართლო გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოიტანს.

საქმე პრეზიდენტის იმ ბრძანებას ეხება, რომლის თანახმადაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

სააპელაციო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს და მათი განხილვის ეტაპიც გაიარეს.

აპელანტი მხარე მოითხოვდა სასამართლოს ყურადღება გაემახვილებინა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მათი მტკიცებით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო პროცესი მისი მოქალაქეობის კანონიერების დადგენაზე, მანამდე კი - ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობდა. ეს კი, იმას მიუთითებს, რომ მას მოქალაქეობა პოლიტიკური მოტივით ჩამოართვეს.

პრეზიდენტის მხარემ განმარტა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.

მოსამართლეების თეა ძიმისტარაშვილის, ირაკლი შენგელიას და ქეთევან დუგლაძის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლო დადგენილებას აღნიშნულ საკითხზე 29 ივნისს 10.00 საათზე გამოიტანს.

პროცესს ივანიშვილის მხრიდან მისი ადვოკატები ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე და ეკა ბესელია ესწრებოდნენ. პრეზიდენტის მხარეს, თინათინ სირაძე წარმოადგენდა, ხოლო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს - გიორგი გაბრიელაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა