დედაქალაქში, "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში
სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დააზიანეს და მოიპარეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კერძოდ, ვაკის პარკში, ვერის და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღებში მოპარულია 27 ძირი "ტუია" და 484 ძირი "კვიდო". ასევე, დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ნაგავშემკრები კონტეინერი.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი დაფიქსირებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

















