საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ავტომობილის დათვალიერების შედეგად დიდი ოდენობით
ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანის ფაქტი გამოაქვლინეს.
შემოსავლების სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ნ.გ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ფარმაცევტული პროდუქცია აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24,128.33 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმათველოს გადაეცა.

















