საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,საქართველოს
პრეზიდენტის დავალებით, აფხაზეთში პატიმრობაში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლეს ლალი ბასარიას შეხვდა და საქმის დეტალებს პირადად გაეცნო.
დავით რაქვიაშვილმა დაკავებულის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ჩართულ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ლუკავას საქმის გააქტიურებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობას დაპირდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას პრეზიდენტს პირადად გააცნობს.

















