„ბავშვთა სამყაროს“ დამწვარი შენობის ერთი სართული მთლიანად ჩამოიშალა.
ხანძრისმიერი მაღალი ტემპერატურისა და სახანძრო სამსახურის მიერ გამოყენებული წყლის ჭავლის გამო შენობის კედლებმა დეფორმაცია განიცადეს. დაზიანებულია აგრეთვე მზიდი კონსტრუქციები.
სპეციალისტების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის გაძლიერების საფრთხე აღარ არსებობს.
სავარაუდოდ, გამომდინარე იქიდან, რომ შენობა უკვე ავარიულია მისი დანგრევა მოხდება.

















