თბილისში, ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა თითქმის სრულად დაიწვა.
ცეცხლის შედეგად დაიწვა საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაც.
ხანძრის გამო დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც „ბავშვთა სამყაროს“ სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზარალის რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
დაზარალებულების ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ბაზრობას გაუჩნდა, შემდეგ კი „ბავშვთა სამყაროს“ მოედო.
გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

















