ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად 12 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. სტიქიის შედეგად
თამარის დასახლებაში ბარაკულის ტიპის სახლები დაიწვა. ცეცხლი ერთ-ერთი სახლის სახურავიდან გავრცელდა.
განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. მოქალაქეების მხრიდან არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამოწვევი მიზეზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად ელექტრო-ენერგიის გაყვანილობის გაუმართაობას ასახელებენ.
დაზარალებულები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დაზარალებულ ოჯახებს ქირით გაიყვანენ. მათ მდგომარეობას კი სპეციალური კომისია შეისწავლის.

















