შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლებისთვის მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების
ადმინისტრირების გამკაცრებას გეგმავს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განაცხადებით, ცვლილებები შეეხება, როგორც საჯარიმო ქვითრის ჩაბარების, ისე დაფიქსირების პროცესს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკითხი მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება.
„იმ დროისთვის როდესაც ჩვენ თითქმის მთელ საქართველოს ტერიტორიას კამერებით ავღჭურავთ და ეს პროგრამა გაიშვება, ჯარიმების სისტემა იქნება მოწესრიგებული და ბევრად მკაცრი იქნება ადმინისტრირება, გარწმუნებთ შედეგები იქნება ეფექტური. მკაცრი და ეფექტური ადმინისტრირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისა, რომ მძღოლებმა იგრძნონ უფრო მეტი პასუხისმგებლობა“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

















