სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. თავდაცვის
სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს სასჯელის ვადა შეუმცირდათ და მათ უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე გადაკვალიფიცირდა. სწორედ ამიტომ, მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა შეუმცირდათ. ბრალდების მხარისთვის კი მიუღებელია ბრალისთვის კვალიფიკაციის შეცვლა.
ადვოკატების თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ. ისინი პროცესს პოლიტიზებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები დღესვე უნდა გათავისუფლებულიყვნენ, რადგან, მათი თქმით, ისინი უდანაშაულოები არიან.
„რისთვისაც ჩვენ ორი წელზე მეტი ვიბრძოდით, რომ ამ შემთხვევაში გაფლანგვა არ არსებობს და არც ერთი თეთრი არ გაუფლანგავთ ამ ადამიანებს, დღეს გამოჩნნდა და დადასტურდა ეს ყველაფერი. მეორე მხირვ, ბუნებრივია, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ამ პოზიციას, რომ ამ ადამიანებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ბოროტად გამოიყენეს. საერთოდ, გაუგებრად მიგვაჩნია, ჯგუფურად როგორ შეიძლება ბოროტად გამოიყენო რაიმე თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ გავასაჩივრებთ ამას საკასეციო წესით“ - განაცხადა ადვოტაკმა სოსო ბარათაშვილმა.
ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. დაახლოებით 2 წლის წინ, საქალაქო სასამართლომ, დაკავებულებს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

















