უკრაინაში გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავაშირებით სააპელაციო სასამართლომ სხდომა 3
თებერვალამდე გადადო. მანამ ქართველი ჯარისკაცი წინასწარ პატიმრობაში დარჩება.
როგორც სააპელაციო სასამართლოში განმარტეს, მათ შესაბამისი დოკუმენტაცია პირველი ინსტანციის სასამართლოსგან ჯერ არ მიუღიათ. სხდომის გადადების მიზეზად სწორედ ეს დასახელდა.
სასამართლო გადაწყვეტილებას დარბაზში ცერცვაძის მხარდამჭერების ხმაური და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. სხდომას ასევე საქართელოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, გაუგებარია რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი.
უკრანიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას დღეს ელოდნენ.

















