ქალაქ ანკარაში საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების და თურქეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა
მესამე ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 1994 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს და სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი, რომელშიც მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონტრტერორისტული ცენტრის, უწყების სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

















