უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის მეუღლის, ტატიანა მესხის განცხადებით, მას
უკრაინული სასამართლოს დიდი იმედი აქვს.
ტატიანა მესხი დღეს კიევში მიემგზავრება.
მან ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპუტატი მას პირადად დაუკავშირდა და ბოდიში მოუხადა, იმ გამონათქვამის გამო, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გია ცერცვაძის საქმეზე გადაცემაში - „360 გრადუსი“ ისაუბრა.
"მიუხედავად ამ ურთიერთობისა, რომ ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს, ვფიქრობ, ასეთი ტიპის დანაშაულში ეჭვმიტანილი ხალხის მიმართ მართლმსაჯულება უნდა იყოს მკაცრი. აფხაზეთში ბრძოლა ან უკრაინაში ბრძოლა ინდულგენცია არ შეიძლება იყოს. ეს არ არის რაღაცისგან პასუხისმგებლობის თავის არიდების საშუალება. ოთხოზორიას მკვლელიც იბრძოდა აფხაზებისთვის აფხაზეთში. ამ საბაბით არ გადმოგვცენ აფხაზებმა მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი? რუსეთთან, მკვლელების ნაწილში, მე ვფიქრობ, რომ უნდა ვითანამშრომლოთ,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

















