სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში კალმახელიძე დღეს ბავარიის მხარის იუსტიციის მინისტრს დოქტორ ბეატე მერკისს შეხვდა.
პარლამენტის შენობაში გამართულ შეხვედრაზე პატიმრის გათავისუფლებამდე არსებულ გარდამავალი პერიოდის სისტემასა და ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების ტიპებზე ისაუბრეს. სამინისტროში აცხადებენ , რომ მსგავსი ტიპის დაწესებულების გახსნა საქართველოშიც იგეგმება.
როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტი საინფორმაციო ხასიათისაა, რომლის ფარგლებში პრაქტიკის გაზიარების მიზნით ხათუნა კალმახელიძე 7 დაწესებულებას მოინახულებს.
ვიზიტი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით განხორციელდა.

















