logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
 ლევან იზორია ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებით მიემგზავრება
ლევან იზორია ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტებით მიემგზავრება
10:11 23.01.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ფინეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

თავდაცვის სამინისტოს პრსსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორია ვიზიტს ფინეთში სტუმრობით დაიწყებს. დაგეგმილია შეხვედრები ფინელ კოლეგასთან იუსი ნიინისტოსთან და თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ იამო ლინდბერგთან. ფინეთის თავდაცვის ძალებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ფინეთის რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის შესახებ ბრიფინგს დაესწრება. ლევან იზორია ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინთანაც გამართავს შეხვედრას.

უწყების ცნობითვე, ფინეთიდან ქართული დელეგაცია შვედეთის სამეფოში გაემგზავრება. ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში „კარლბერგში“ სტუმრობით დაიწყება, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი შვედ კოლეგასთან პიტერ ჰულტქვისტთან გამართავს შეხვედრას. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მინისტრები ანალიტიკურ-კვლევით ცენტრში „საზოგადოება და თავდაცვა“ გადაინაცვლებენ და ფართო საზოგადოებას საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბიდენთან და შვედეთის სამეფოს პარლამენტის - რიკსდაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტს ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყებს, სადაც სამეთაურო და გენერალური შტაბის კურსების ქართველ მსმენელებს გაესაუბრება.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორიას ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან, ასევე ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან შეხვედრაა დაგეგმილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროპის ქვეყნებში 28 იანვარს დასრულდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა