ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ოპელის
მარკის ავტომანქანა მოყინულ გზაზე მოცურდა, გზის პირას მდებარე ბოძს შეეჯახა, შემდეგ ამოტრიალდა და თხრილში ჩავარდა. ავტომანქანის მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილას, ფოთის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.
როგორც ცნობილია გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

















