ქობულეთში დაკარგულ მონადირეს, ჯემალ მორჩილაძეს ეძებენ. 53 წლის მამაკაცი სახლიდან დაახლოებით ორი კვირის წინ
სანადიროდ ოჩხამურის ტერიტორიაზე გავიდა.
ახლობლების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მორჩილაძე სანადიროდ მიდიოდა. მეუღლემ მას იმავე ღამეს დაურეკა, თუმცა მონადირეს ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი ძებნა იმავე დღეს დაიწყეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გახდა ცნობილი, დაკარგულ მამაკაცთან დაკავშირებით ამ დრომდე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

















