გერმანიის პოლიციამ ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. 10 ქართველის დაკავება
საქსონიის რეგიონში მოხდა.
ისინი ქვეყანაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ და ძირითადად სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ.
მათი საცხოვრებლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული სასმელი, თამბაქო, ბავშვთა კვების პროდუქტები და კოსმეტიკა ამოიღეს.

















