საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო”, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე
დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 154.33 გრამი) აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,447.53 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, დამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,447.53 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

















