„გირჩის“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ექსპერტები, სავარაუდოდ, კანაფის იმ ძირებს ამოიღებენ, რომლებიც ცენტრის წარმომადგენლება 31 დეკემბრის ღამეს დარგეს.
პლატფორმის თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 31 დეკემბერს მათ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი ჩაიდინეს და დასძენს, რომ ეს არის ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის.
„დღეს რატომ მოვიდნენ მე ამაზე პასუხი არ მაქვს. შეეძლოთ იმავე ქმდებები 31-ის ღამევე განეხორციელებინათ. შსს-ს წარმომადგენლებმა წარმომიდგინეს განჩინება სასამართლოსი, რომ მათ აქვთ ჩხრეკის უფლება. შემდგომ ველოდებოდით ექსპერტების მოსვლას, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ ოფისში. გვაცლევინებენ ოფისს. ალბათ, მე დავრჩები მხოლოდ, რადგან რაღაც საბუთებზე ხელის მოწერა მომიწევს. სხვას რას გააკეთებენ ჯერ არ ვიცი.
31 დეკემბერს ჩვენ ჩავიდინეთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, ჩვენ მიზანმიმართულად დავარღვიეთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ან მესამე ნაწილი, მაგრამ ამათ პირველი მუხლით აქვთ აღძრული. ჩვენთვის ეს არის ბრძოლა ადამიანის თავისუფლებისთვის, ეს არ არის კონკრეტულად მარიხუანას საქმე, მნიშვნელობა არ აქვს მარიხუანა იქნება თუ სხვა რამე, ჩვენ დავიცავთ ადამიანის თავისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში. ეს არის პოლიტიკური აქტი, შესაბამისად რეაგირებაც ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური “-განაცხადა ჯაფარიძემ.

















