საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე
დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი (ნატურალური ბეწვის ქურქი - 21 ცალი და ნატურალური ტყავის ხელთათმანი - 10 წყვილი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 13,892.96 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 13,892.96 ლარის ოდენობით შეეფარდა.

















