ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მასზე
განხორციელებული თავდასხმა სამარცხვინო ფაქტი იყო.
როგორც გვარამია განმარტავს, პრობლემები მის მიმართ სხვებსაც ჰქონიათ, თუმცა მსგავსი ფორმით არცერთხელ გამოხატულა.
„ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ბოღმა ჩემს მიმართ, არავითარი პრობლემა არ არის. მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ შეურაცხყოფაში, მით უმეტეს, ისე მუხანათურ და სამარცხვინო ფორმებში, როგორც გაჩეჩილაძემ ჩაიდინა-სიბნელეში, უკნიდან მიპარვით და თავში ჩარყმით ამდენი ქალბატონის თანდასწრებით. ამ ფორმას ეს არ უნდა იღებდეს, თორემ მე მქონია შეხლა-შემოხლა იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩემთან პრობლემა აქვთ-უთქვამთ, მეც მითქვამს; დაურტყამთ და მეც დამირტყამს. მე არ ვიძახი, რომ ეს კარგია და სწორია, მაგრამ ის, რაც გაჩეჩილაძემ გააკეთა, სამარცხვინოა. ამიტომაც არის ის მართლმსაჯულების ხელში“-განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემთხვევა 7 იანვრის საღამოს, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარზე ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა.

















