“რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმაში
ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი წარედგინა.
გვარამიას მხარის მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გაჩეჩილაძე ბრალდებულად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით, დაკავებული თავდასხმას აღიარებს, თუმცა დასძენს, რომ დაპირისპირების პროვოცირება გვარმიამ და მისმა მეგობრებმა მოახდინეს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემთხვევა 7 იანვრის საღამოს, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

















